“მანჩესტერ სიტისა” და ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ერლინგ ჰალანდი, სეზონის სტარტზე შეუდარებელია. პრემიერ ლიგის საწყის სამ ტურში, ნორვეგიელმა 7 გოლის გატანა შეძლო.
ერლინგ ჰალანდს 69 პრემიერლიგურ შეხვედრაში, 70 გოლი დაუგროვდა. მას ასევე საოცარი შედეგი აქვს ეროვნულ ნაკრებში, 33 ჩატარებულ შეხვედრაში 31 გოლი.
ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა უკვე შეძლო ორჯერ პრემიერ ლიგის, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის მოგება.