ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე, პარიზის ოლიმპიური თამაშების ვიცე ჩემპიონია. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ძიუდოს ფედერაციამ კომენტარი გააკეთა. ისინი მიიჩნევენ, რომ კოცოევის მოგება დამსახურებული იყო. “ფინალი ამაღელვებელი იყო ტაქტიკური და ემოციური თვალსაზრისით. შეხვედრის დასაწყისში, ილია სულამანიძე უფრო აქტიურობდა და კოცოევთან ვაზარით დაწინაურდა. ვაზარის აღების შემდეგ ქართველმა ტაქტიკური მიდგომა შეცვალა, ის ტაბლოს უყურებდა და დროის გაყვანას ცდილობდა. მან მსგავსი ჭიდაობით, 3 შიდო მოაგროვა. მესამე შიდო გარდაუვალი იყო და მისი წყალობით კოცოევმა ოქროს მედალი მოიპოვა”, – წერს ijf.