spot_imgspot_imgspot_imgspot_img

“ემპოლი” საზონოვის შემცვლელს ეძებს

იტალიის სერია A-ს გუნდი “ემპოლი” საბა საზონოვის შემცვლელს ეძებს.

საბა საზონოვმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და დიდი ალბათობაა, ეს სეზონი სრულიად გაუცდეს.

იტალიური გუნდის სკაუტები აქტიურად აკვირდებიან თავისუფალი აგენტების ბაზარს, მათ ცენტრალური მცველის დამატება სურთ. მთავარი კანდიდატი კოტდიუვარელი კოფი ჯიჯია, რომელიც თავისუფალი აგენტი ზაფხულში გახდა.

საბა საზონოვი “ემპოლის” “ტორინოდან” იჯარის წესით შეუერთდა, თუმცა შეხვედრის ჩატარება მიღებული ტრავმის გამო ვერ შეძლო.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები