იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურის შეხვედრაში, ქართველი ფეხბურთელის საბა გოგლიჩიძის კლუბმა “ემპოლიმ” გასვლით შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსთან” ფრედ 0:0 ითამაშა.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე კარგად გამოიყურებოდა. მან სრული შეხვედრა ჩაატარა და 7.0 შეფასებაც დაიმსახურა. სათადარიგო სკამზე დარჩა საბა საზონოვი.
ემპოლი 4 ტურის შემდეგ, 6 ქულის მფლობელია. მათ ერთი შეხვედრა მოიგეს, ხოლო სამი ფრედ დაასრულეს.