დღეს, 3 ოქტომბერს დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.
პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში “ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ” ზესტაფონის “მარგვეთი” 88:71 დაამარცხა, ხოლო მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში “აგრამ” ტყიბულის “ორბი” – 80:71.
ფინალური შეხვედრა ხვალ, 4 ოქტომბერს გაიმართება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.