დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია.
მემორიალი 29 სექტემბერს დაიწყო. ჯგუფური ეტაპები 2 დღეს გაგრძელდა.
ნახევარფინალური შეხვედრები 3 ოქტომბერს გაიმართება.
15:00 საათზე, სუპერ ლიგაში ახლად აღზევებული “ვიქტორ სანიკიძის აკადემია” ზესტაფონის “მარგვეთს” დაუპირისპირდება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში “აგრა” ტყიბულის “ორბს” შეხვდება. აღნიშნული შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
ტურნირს ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშნენ სუპერ ლიგის ვიცე-ჩემპიონი “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი” და მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისი”.
ტურნირის ფინალური შეხვედრა 4ოქტომბერს გაიმართება. ყველა მატჩს რუსთავის სპორტის სასახლე მასპინძლობს.