ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრები პარიზის ოლიმპიური თამაშების ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ სუდანის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
ამერიკელები რა თქმა უნდა, უდავო ფავორიტები არიან, თუმცა სამხრეთ სუდანის საკმაოდ საინტერესო ნაკრებმა გულშემატკივრებში დიდი სიმპათია გამოიწვია.
ოლიმპიადამდე ეს ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც ამერიკელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.