spot_imgspot_imgspot_imgspot_img

“დინამომ” ბოლო წუთებზე მოიგო

Crystalbet ეროვნული ლიგის XXVI ტურის შეხვედრაში, თბილისის “დინამომ” ფოთის “კოლხეთი” დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წუთზე გატანილი გოლებით, 3:2 დაამარცხა.
უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიში ექსდინამოელმა გიგი აბუაშვილმა გახსნა. 3 წუთში კირილ კლიმოვმა სხვაობა ორამდე გაზარდა და ფოთელებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.
მეორე ტაიმის 50-ე წუთზე “დინამოში” ახლად დაბრუნებულმა ნიკა ნინუამ სხვაობა შეამცირა. 89-ე წუთზე გვატემალელმა ლეგიონერმა ოსკარ სანტისმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+4 წუთზე თბილისურ გუნდს სამი ქულა ვასილიოს გორდეზიანმა მოუტანა.
26 ტურის შემდეგ “დინამოს” 31 ქულა აქვს და მეექვსე ადგილს იკავებს, ხოლო ფოთელები 28 ქულით მეშვიდე ადგილზე არიან.
spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები