“დინამო ბათუმი”, კონფერენსლიგის მეორე ეტაპის მატჩში, მონტენეგროულ დეჩიჩს დაუპირისპირდება.
პირველი მატჩი ბათუმში, “აჭარაბეთ არენაზე, 24 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება.
“ბათუმის დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობდა, თუმცა ორმატჩიან დაპირისპირებაში, ლუდოგორეცთან დამარცხდა და კონფერენსლიგაზე გადმოერთო.