ცნობილი გამოცემის “Clarin”-ის ინფორმაციით, არგენტინის ქალაქ სან-ისიდროს სასამართლომ დააკმაყოფილა დიეგო მარადონას შვილების მოთხოვნა ფეხბურთელის ცხედრის მავზოლეუმში გადასვენების შესახებ.
დიეგო მარადონას ვისტას კერძო სასაფლაოზეა დაკრძალული. ცხედარს მავზოლეუმის აშენების შემდეგ გადაასვენებენ, რომელიც ბუენოს-აირესის ცენტრში შენდება.
ლეგენდარული ფეხბურთელის შვილებს სჯერათ, რომ ეს ადგილი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ახლანდელი.
“ეს ადგილი გაცილებით უხიფათოა, ვიდრე ამჟამინდელი. არგენტინელ ხალხს და მსოფლიოს მოქალაქეებს შეეძლებათ პატივი მიაგონ თავიანთ კერპს“, – ასეთია მარადონას შვილების არგუმენტი.