არგენტინელმა ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ ჩილესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, სანაკრებო კარიერა დაასრულა.
145 ჩატარებულ შეხვედრაში, ანხელ დი მარიას ანგარიშზე 31 გოლია და 32 საგოლე გადაცემა. ანხელ დი მარიას 4 სანაკრებო ფინალში აქვს გოლი გატანილი.
გამთენიის 04:00 საათზე, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა, ჩილეს ეროვნულ გუნდს 3:0 სძლია. 48-ე წუთზე ანგარიში მაკალისტერმა გახსნა, 84-ე წუთზე ხულიან ალვარესმა სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში პაულო დიბალამ 91-ე წუთზე დასვა.