დღეს, 6 აგვისტოს, უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპები შეხვედრები გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს საფრანგეთისა და იტალიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა იწვევს.
ორივე ნაკრებს ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავს გამოძახებული. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა კილიან მბაპე, მადრიდული სეზონის ცუდად დაწყების შემდეგ, კილიანმა სანაკრებო შეკრებამდე დუბლის გაფორმება მოასწრო და ნაკრებში კარგ ხასიათზე მყოფი ბრუნდება.
ნაკრებები ბოლოს 2018 წელს შეხვდნენ ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც ფრანგებმა 3:1 გაიმარჯვეს.