spot_imgspot_imgspot_imgspot_img

დერბიში “მილანმა” იმარჯვა

22 სექტემბერს, იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის შეხვედრაში მილანის “ინტერმა” “მილანს” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

მილანურ დერბიში ანგარიში კრისტიან პულისიჩმა მეათე წუთზე გახსნა, რასაც 27-ე წუთზე ფედერიკო დი მარკომ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე მატეო გაბიამ გაიტანა და დერბი “დელა მადონინაში” როსონერიმ გაიმარჯვა.

ხუთი ტურის შემდეგ ორივე გუნდს 8-8 ქულა აქვს. “მილანი” ცხრილში მეექვსეა, ხოლო “ინტერი” მეშვიდე ადგილს იკავებს.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები