spot_imgspot_imgspot_imgspot_img

დებიუტანტი “დინამოს” პირველი გამარჯვება 

დღეს 3 ოქტომბერს დაიწყო ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი, სადაც დებიუტანტმა თბილისის “დინამომ” შარშანდელი ფინალისტი “პეესპე” 5:3 დაამარცხა.

“დინამოს” პირველი გოლი უმაღლეს ლიგაში გუნდის კაპიტანმა ლაშა-გიორგი ობოლაძემ გაიტანა. ობოლაძე გუნდს მესამე ლიგიდან მოსდევს და სანამ უმაღლეს ლიგაში კვალიფიცირდებოდნენ, მესამე და მეორე ლიგის ბომბარდირი გახდა.

ობოლაძის გარდა “დინამოდან” გოლები გაიტანეს დავით ხუბუტიამ (2), კახაბერ მაისაიამ და ერთი გოლი გიორგი გაზდელიანმა ჩაჭრა საკუთარ კარში.

რაც შეეხება “პეესპეს”, ფარმაცევტების რიგებიდან გოლები გიორგი ქურხულმა, ლუკა ჯოლოხავამ და მიხეილ თევზაძემ გაიტანეს.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები