საფრანგეთის ლიგა 1-ის V ტურის შეხვედრაში, ზურიკო დავითაშვილის “სენტ-ეტიენი” “ნიცას”ესტუმრა და გამანადგურებელი ანგარიშით – 8:0 დამარცხდა.
რთულია “სენტ-ეტიენიდან” გამოყოფა ფეხბურთელების ასეთი ანგარიშის შემდეგ, თუმცა თუ ობიექტურები ვიქნებით, ზურიკო მაინც აქტიურობდა და გუნდში ყველაზე მეტს ქართველი ცდილობდა.
“სენტ-ეტიენი” გასავარდნ ზონაშია, თუმცა თავად ქართველის კარგი თამაში მაყურებლისთვის თვალსაჩინოა. კლუბის გულშემატკივრები საქებარ სიტყვებს არ იშურებენ ქართველის მიმართ სოციალურ ქსელებში.
5 ტურის შემდეგ “სენტ-ეტიენი” ცხრილში 3 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა.