პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა მამაკაც ხელბურთელთა შეჯიბრება, სადაც პირველობა დანიის ნაკრებმა არავის დაუთმო.
ფინალურ შეხვედრაში სკანდინავიელებმა გერმანიის ნაკრები 39:26 დაამარცხეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
მესამე ადგილი ესპანელებმა აიღეს. მათ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში, სლოვენიის ნაკრები 23:22 დაამარცხეს.