“უემბლის” სტადიონზე გამართული საკრივო დაპირისპირება სუპერმძმე წონაში, დანიელ დებუას გამარჯვებით დასრულდა.
დებუამ ენტონი ჯოშუა მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. მანამდე საწყის ოთხ რაუნდში ჯოშუა სამჯერ აღმოჩნდა ნოკდაუნში.
ამ გამარჯვებით დებუამ შეინარჩუნა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და გახდა პრეტენდენტი ალექსანდრ უსიკს და ტაისონ ფიურის შორის მატჩ-რევანშში გამარჯვებულთან შესახვედრად.