spot_imgspot_imgspot_imgspot_img

დანა უაითი – თოფურიამ გააკეთა ის, რაც არასდროს არავის გაუკეთებია

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ჩხუბის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“როდესაც თიშავ ჯერ ერთ ლეგენდას, შემდეგ მეორეს, მაშინ შენც აუცილებლად ლეგენდა ხდები. არ ვიცი როგორ უნდა გამოსულიყო ილია ამაზე კარგად, კი მასაც მოხვდა, თუმცა მას ძლიერი ყბა აქვს და სულ უტევდა, ორივეს გამოსვლა მაგარი იყო, მაგრამ თოფურიამ გააკეთა ის, რაც არასდროს არავის გაუკეთებია. თუ ვინმეს კითხვები ჯერ კიდევ ჰქონდა ვოლკანოვსკისთან გამარჯვების მერე, ახლა აღარავის ექნება, ის უძლიერესია.

საქართველოზე რომ ვისაუბროთ, გყავდეს ორი მებრძოლი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია ნამდვილად გასაოცარია”, – განაცხადა დანა უაითმა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ლეგენდარული მაქს ჰოლოუეი მესამე რაუნდში დაანოკაუტა და საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები