UFC-ის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დანა უაითმა აბუ-დაბის ივენთის მთავარ ბრძოლაზე ისაუბრა.
დანა უაითმა ილია თოფურია და მაქს ჰოლოუეი შეაქო იმ კარგი ბრძოლისთვის, რაც მათ გვაჩვენეს და ილიას მომავალზე ისაუბრა.
“ვოლკანოვსკის შემდეგ ჰოლოუეი, ლეგენდა ლეგენდის შემდეგ. ასეთი ადამიანები დაამარცხა თოფურიამ. მან ყველა კითხვას პასუხი გასცა. ილიამაც და მაქსმაც ბრწყინვალე ბრძოლა შემოგვთავაზეს, თუმცა ილიამ შეძლო ის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.
რაც შეეხება მის სურვილს, რომ ორი ან სამი ქამარი მოიგოს, ეს ილიასთვის პირველი ტიტულის დაცვა იყო. მე მიყვარს, როცა ჩემპიონი თავის დივიზიონს ასუფთავებს. ილიას ქვემსუბუქ წონაში კიდევ არაერთი ბრძოლის გამართვა მოუწევს. ამის შემდეგ კი დანარჩენზე ვისაუბრებთ.
საქართველოს ორი ჩემპიონი ჰყავს. ეს საოცარი შედეგია. ამ რეგიონიდან ტოპ მებრძოლები მოდიან. სამბო, ჭიდაობა – მათ ამ სპორტის სახეობებში დიდი გამოცდილება და კულტურა აქვთ. საქართველოს ორი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს და ეს ნამდვილად არის ბრწყინვალე, წარმოუდგენელი შედეგი!” – განაცხადა ამერიკელმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ, პირველად დაიცვა საჩემპიონო ქამარი და ეს არც მეტი, არც ნაკლები მაქს ჰოლოუეის დაფინიშებით შეძლო.