დღეს, 24 აგვისტოს crystalbet ეროვნული ლიგის XXII ტურის შეხვედრები გაიმართება.
ტური სამტრედიაში და წყალტუბოში გაიხსნება. 17:00 საათზე “სამტრედია” “გაგრას” უმასპინძლებს, ხოლო წყალტუბოს “სამგურალი” ფოთის “კოლხეთს” მიიღებს სტუმრად.
20:00 საათზე “თელავი” რაგბი არენაზე მოქმედ ჩემპიონს ბათუმის “დინამოს” მიიღებს. ასევე 20:00 საათზე თბილისის “იბერია” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება.
XXII ტურის შეხვედრები ქუთაისში დასრულდება. ადგილობრივი “ტორპედო” ჩემპიონატის ლიდერ გორის “დილას” დაუპირისპირდება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.