დღეს, 26 სექტემბერს, Crystalbet ეროვნული ლიგის XXVI ტურის სამი შეხვედრა გაიმართება.
სათამაშო დღე ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე აიღებს სტარტს. ადგილობრივი “სამტრედია” “თელავს” უმასპინძლებს, შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება.
დღის მეორე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება, სადაც თბილისის “იბერია” “გაგრას” დავით პეტრიაშვილის სახელობის მოედანზე ფორმალურად უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ “გაგრა” საშინაო შეხვედრებს სწორედ ამ მოედანზე მართავს.
XXVI ტურის პირველი სათამაშო დღე ქუთაისში დასრულდება. რამაზ შენგელიას სახელობის მოედანზე, ქუთაისის “ტორპედო” წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.