დღეს, 27 სექტემბერს, Crystalbet ეროვნული ლიგის XXVI ტურის დარჩენილი ორი თამაში გაიმართება.
სათამაშო დღე დავით პეტრიაშვილის სახელობის მოედანზე დაიწყება, სადაც თბილისის “დინამო” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
ტური კი ცენტრალური შეხვედრით დასრულდება. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანზე, გორის “დილა” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.