გრძელდება crystalbet ეროვნული ლიგის XXIV ტურის შეხვედრები. დღეს ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება.
16:00 საათზე “სამტრედია” ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლებს. სამტრედია აუტსაიდერია. იმერლები მეათე ადგილს იკავებენ და უახლოეს მდევრამდე 8 ქულა აკლიათ. რაც შეეხება წყალტუბოს “სამგურალს”, გუნდი მეხუთე ადგილზეა.
XXIV ტური თბილისში დასრულდება. თბილისის “დინამო”, რომელსაც კარგი დროება ნამდვილად არ უდგას, ჩემპიონატის ლიდერ გორის “დილა” ესტუმრება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.