დღეს, 31 აგვისტოს, crystalbet ეროვნული ლიგის, XXIII ტურის 3 შეხვედრა გაიმართება.
სათამაშო დღე ფოთში და თბილისში დაიწყება. 20:00 საათზე თბილისის “დინამო” “სამტრედიას” უმასპინძლებს, ხოლო ფოთის “კოლხეთი” “თელავს” მიიღებს სტუმრად.
დღევანდელი სათამაშო დღე გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანზე დასრულდება. გორის “დილა” თბილისის “იბერია 1999-ს” მიიღებს სტუმრად. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.