გრძელდება crystalbet ეროვნული ლიგის XXII ტურის შეხვედრები. 25 აგვისტოს ტურის ორი ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართება.
სათამაშო დღე თბილისური დერბით გაიხსნება. “იბერია 1999” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
ტური კი ცხრილის ლიდერების შეხვედრით დასრულდა. 21:00 საათზე, გორის “დილა” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანზე გაიმართება.