crystalbet ეროვნული ლიგის XX ტურის შეხვედრები დასრულდა.
“კავკასიონ არენაზე” “თელავმა” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და 1:0 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 21-ე წუთზე დომინიკ რეიტერმა გაიტანა.
მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის “დინამომ” ქულები დაკარგა. ისინი დავით პეტრიაშვილის სახელობის მოედანზე, “გაგრას” სტუმრობდნენ. შეხვედრა 1:1 დასრულდა. ანგარიში ბათუმელთა რიგებში უერდი მარამ გახსნა 6-ე წუთზე, ხოლო ლეგიონერის გოლს გიორგი პაპუაშვილმა 41-ე წუთზე გატანილი გოლით უპასუხა.
ტურის ბოლო შეხვედრაში წყალტუბოს “სამგურალი” გორის “დილასთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდა. მატჩის 64-ე წუთზე ტაირელ ვოუტერის გოლით, გორელებმა ცხრილში ლიდერობა გაიმყარეს.
“იბერია 1999” ევროტურნირებზე მონაწილეობის გამო, სხვადასხვა თამაშები გადადებულია.