დღეს, 20 ოქტომბერს, Crystalbet ეროვნული ლიგის, XIX ტურის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართება.
განსაკუთრებულ ინტერესს ცხრილის სათავეში მყოფი გუნდების შეხვედრა იწვევს. თბილისის “იბერია”, ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება.
სათამაშო დღე გორში დასრულდება. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანზე, გორის “დილა” წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება
შეგახსენებთ,რომ ეროვნული ლიგის პირველი სამი გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. პირველ ადგილს “ტორპედო” იკავებს, რომელსაც 57 ქულა აქვს. მეორე და მესამე ადგილს კი 55-55 ქულებით გორის “დილა” და თბილისის “იბერია” იკავებენ.