დღეს, 10 აგვისტოს, crystalbet ეროვნული ლიგის XX ტურის შეხვედრები გაიმართება.
ტური “კავკასიონ არენაზე” გაიხსნება, სადაც მასპინძელი “თელავი”, თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
21:00 საათზე “გაგრა” ბათუმის “დინამოს” მიიღებს სტუმრად.
ტური ხვალ, 11 აგვისტოს “სამგურალის” და გორის “დილას” შეხვედრით დასრულდება.
რამდენიმე თამაში ეროვნულ ლიგაში გადაიდო, რადგან “იბერია 1999” კვლავ ევროტურნირებისთვის იბრძვის.