ჩვენი ინფორმაციით, არის სოლიდური შანსი იმისა, რომ გიორგი წიტაიშვილმა კარიერა ბერლინის “ჰერტაში” გააგრძელოს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ის კონტრაქტით კიევის “დინამოს” ფეხბურთელია, ბოლო დრომდე კი იჯარის წესით ბათუმის “დინამოში” ასპარეზობდა.
23 წლის წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ვრცელდებოდა ინფორმაცია მისით თურქული კლუბის დაინტერესების თაობაზე.
ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გვითხრეს, რომ წიტაიშვილის სამსახურით ერთ-ერთი გერმანული კლუბი იყო დაინტერესებული. როგორც ჩანს, ეს კლუბი სწორედ “ჰერტაა”, რომელიც ამ დროისთვის მეორე ბუნდესლიგაშია.