დღეს, 27 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის, პლეი-ოფის 3 განმეორებითი შეხვედრა გაიმართება.
“იანგ ბოიზი” – “გალათასარაი”
“იანგ ბოიზი” ‘გალათასარაის” მიიღებს სტუმრად. პირველ შეხვედრაში შვეიცარიელებმა 3:2 მოიგეს და კომფორტულ სიტუაციაში ხვდებიან მეორე შეხვედრას.
“ზალცბურგი”- დინამო კიევი”
პირველი შეხვედრა ზალცბურგმა კიევში მოიგო. ავსტრიელებმა 2:0 იმარჯვეს, დღეს კი სახლში უმასპინძლებენ უკრაინელებს.
“სპარტა პრაღა” – “მალმიო”
“სპარტა პრაღამ პირველი შეხვედრა 2:0 მოიგო და სახლში ორბურთიანი უპირატესობით იწყებს.
სამივე შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.