დღეს, 28 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.
სათამაშო დღე ყარაბაღში გაიხსნება. 20:45 საათზე “ყარაბახი” ზაგრების “დინამოს” უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა ხორვატება 3:0 მოიგეს.
23:00 საათზე 3 შეხვედრა გაიმართება.
“ცრვენა ზვეზდა” vs “ბოდო გლიმტი” – პირველი შეხვედრა ნორვეგიელებმა 2:1 მოიგეს.
“სლავია პრაღა” vs “ლილი” – პირველი შეხვედრა “ლილის” გამარჯვებით 2:0 დასრულდა
ბრატისლავის “სლოვანი” vs “მიტდიულანდი” – ეს მატჩი გურამ კაშიას ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა. პირველი შეხვედრა დანიაში 1:1 დასრულდა.