ლონდონის “ჩელსი” ახალ სტადიონზე გადასვლას გეგმავს. გუნდის უპირველესი მიზანი, ახალი მოედნის მშენებლობაა.
ცნობილი სპორტული გაზეთი “the guardian’s” წერს, რომ კლუბმა უკვე იპოვა ტერიტორია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
თუ ლონდონურმა გუნდმა მოლაპარაკებების სათავისოდ წაყვანა ვერ შეძლო, გუნდი “სტემფორდ ბრიჯის” რეკონსტრუქციას დაიწყებს. ამჟამად ლონდონური გუნდის მოედანზე 42 ათასი მაყურებელი ეტევა. თუ საქმე რეკონსტრუქციამდე მივა, “ჩელსი” რამდენიმე სეზონი შეხვედრებს სათადარიგო მოედანზე ჩაატარებს.