ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რამდენიმე წინადადება ვთქვათ და ყველა უარყოფითი იქნება. ეს ალბათ, ნაკრებში ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი იყო. შედეგი ერთია, მაგრამ თამაში სხვაა. ჩვენ აბსოლუტურად ვერაფერი გავაკეთეთ შეტევაში და ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში“, – განაცხადა ჩეხეთის კაპიტანმა და „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა ტომას სოუჩეკმა საქართველოსთან მატჩის შემდეგ ČT sport-თან ინტერვიუში.
“ზოგჯერ მქონდა განცდა, რომ სკოლის მოსწავლეებივით ვიქცეოდით. ისეთ კონტრშეტევებს გვიწყობდნენ, გაკვეთილი ჩაგვიტარეს. სწრაფად მიდიოდნენ კარისკენ და გოლები ასე გაიტანეს. მატჩის შემდეგ ჩვენ რაღაც გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.
საქართველოს წინააღმდეგ ისე გვსურდა გვეთამაშა, როგორც ევროზე, იქ უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ამჯერად მათ თავი საუკეთესო კუთხით გვაჩვენეს და აშკარად გვჯობდნენ. ჩვენ აუცილებლად გვსურს, რომ ქართველებთან საშინაო თამაშში რევანში ავიღოთ“, – განაცხადა სოუჩეკმა.
საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.