საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის ჩემპიონშიპის პირველ ტურში, “მილუოლის” წინააღმდეგ გატანილი ჯარიმა “უოტფორდის” აგვისტოს საუკეთესო გოლად დასახელდა.
გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისელ ფანებს თავი ძალიან შეაყვარა. “უოტფორდის” გულშემატკივრები სიმპათიებს სოციალურ ქსელში არ მალავენ და მიიჩნევენ, რომ ის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.