საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისურ “უოტფორდთან” კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა.
ჩაკვეტაძე გუნდში ბელგიური “გენტიდან” გადავიდა, 2024 წლის 1 თებერვალს კი “უოტფორდმა” ფეხბურთელი გამოისყიდა.
ფეხბურთელმა სეზონი კარგად დაიწყო. გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. ერთ-ერთ ტურში კი სიმბოლურშიც მოხვდა.