“უოტფორდის“ ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, – რჩეული მოთამაშეები Sky Sports-მა დაასახელა.
ტურის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი ვაკუუნ ბაიო გახდა, რომელმაც მე-13 ტურის დაპირისპირებაში გასვლაზე “შეფილდ უენსდეის“ 4 გოლი გაუტანა.
გიორგი ჩაკვეტაძემ 90 წუთი საკმაოდ კარგად ჩაატარა და ვაკუუნ ბაიო მეორე გოლი სწორედ ქართველმა გაატანინა. ჩაკვეტაძემ მეკარესთან პირისპირ ედო კაიემბეც დატოვა, მაგრამ მან ამ მომენტით ვერ ისარგებლა.
25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა შეხვედრა ჩაატარა. 13 მატჩში მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.