გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის სეზონს იდეალურად იწყებს. ქართველმა “უოტფორდის” შემადგენლობაში, გასული ორ შეხვედრაში, 1 გოლს და 1 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
ქართველი ნახევარმცველის კარგი თამაში ინგლისური გუნდის გულშემატკივრებს არ გამორჩენიათ და სოციალურ ქსელში გიორგის სადიდებელ კომენტარებს არ იშურებენ:
“ის ნამდვილი ანდრეს ინიესტაა”
“მან იმედები დაგვიბრუნა”
“ის ამ გუნდის ბოსია”
“როდესაც ის ბურთს იღებს, ყველაფერი სახიფათო ხდება”
ასეთ არაერთ კომენტარს შევხვდებით სოციალურ ქსელში, რაც იწვევს იმედს, რომ ძველი გიორგი ჩაკვეტაძე ბრუნდება!