დღეს, 23 აგვისტოს, გერმანიის ჩემპიონატი იწყება. გახსნით შეხვედრას მოქმედ ჩემპიონი ლევერკუზენის “ბაიერი” ჩაატარებს.
ხაბი ალონსოს გუნდი მიუხენგ ლადბახის “ბორუსიას” ესტუმრება. შეხვედრა 22:30 საათზე დაიწყება.
გასულ სეზონში ესპანელი მთავარი მწვრთნელის მეთაურობით, ლევერკუზენის “ბაიერი” ისტორიაში პირველად გახდა გერმანიის ჩემპიონი, თანაც ისე, რომ შეხვედრა არ წაუგია.