spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ბუდუ ზივზივაძე – ვეცდებით, მთელი ქვეყანა გახარებული იყოს ოქტომბრის სანაკრებო შეკრების შემდეგ

ეცდებით, ის ლიდერობა რაც გვაქვს ჯგუფში უფრო, გავამყაროთ და ამ ორ თამაშშიც მივაღწიოთ წარმატებას, – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ უკრაინასთან მატჩის წინ განაცხადა.

“უკრაინის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, თუმცა ორი თამაში წააგეს. ეცდებიან რომ პირველი ქულები მაინც დააგროვონ ამ ერთა ლიგაზე, თუმცა ჩვენ ყველა თამაშზე, რა თქმა უნდა, ყველა თამაშის მოსაგებად გავდივართ და არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი.

ვეცდებით, ის ლიდერობა რაც გვაქვს ჯგუფში უფრო, გავამყაროთ და ამ ორ თამაშშიც მივაღწიოთ წარმატებას და ჩვენი თავები და მთელი ქვეყანა გახარებული იყოს ოქტომბრის სანაკრებო შეკრების შემდეგ”, – განაცხადა ზივზივაძემ.

დღეს საქართველოს ნაკრები უკრაინის ნაკრებს ეთამაშება. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები