საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გერმანული “კარლსრუეს” ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა და გუნდში ყველანაირი პოლიტიკური ინტერესი გამორიცხა.
“გამორიცხულია, რომ ნაკრებში ვინმე პოლიტიკის გამო იჩაგრებოდეს. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ მე იქ აღარ ვიქნებოდი”, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, ოქტომბრის თვეში ერთა ლიგის ეგიდით ორ შეხვედრას ჩაატარებს. 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს მიხეილ მესხის მოედანზე პოლონეთს მიიღებს.