“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა შემტევმა ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა, წითელ ეშმაკებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ის გუნდში 2027 წლამდე დარჩება.
“მე ვესაუბრე გუნდის მენეჯერებს და მწვრთნელებს, ჩვენი მთავარი მიზანი ახალ სეზონში, ტიტულების მოგება იქნება”, – განაცხადა ბრუნო ფერნანდეშმა.
პორტუგალიელი “მანჩესტერს” 2019/20 წლების სეზონში, პორტუგალიური “სპორტინგიდან” შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში მან 234 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 79 გოლი და 67 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.