ფრანგულმა გუნდმა “ბორდომ” დაადასტურა, რომ ისინი გაკოტრების პირას არიან. ამ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ პროფესიონალური გუნდის სტატუსს.
ფეხბურთელებს კონტრაქტი შეუწყდებათ და სავარჯიშო ცენტრი დაიხურება.
გასულ სეზონში, “ბორდოში” ზურიკო დავითაშვილი ირიცხებოდა. ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, საფრანგეთის უმაღლესი ლიგის გუნდში, “სენტ ეტიენში” გადავიდა სათამაშოდ.