ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ კოლუმბიის 125-ქულიან ჩელენჯერზე რუსი მარია ტიმოფეევა დაამარცხა.
ძალიან საინტერესო შეხვედრის პირველი სეტი რუსმა 6:3 მოიგო. შემდეგ ორ სეტში კი მარიამი უკეთესი აღმოჩნდა. ჯერ 7:6 მოუგო, ხოლო გადამწყვეტი სეტი ქართველის სრული დომინაციით წარიმართა და 6:0 დასრულდა.
შემდეგ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ ელზა ჯაკემოს შეხვდება. შეხვედრა 14 აგვისტოს, საღამოს 19:00 საათზე დაიწყება