ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე, თურქეთის ITF ტურნირის ნახევარფინალშია. ქართველმა მეოთხედფინალურ სტადიაზე რუმინელი ანდრეა პრისაკარიუ დაამარცხა.
ბოლქვაძემ ამ შეხვედრაში წარმატებას ორ სეტში დამაჯერებლად მიაღწია. პირველ სეტში მან 6:3 გაიმარჯვა, ხოლო მეორე სეტში 6:4.
ქართველი ჩოგბურთელის შემდეგი მეტოქე თურქი აილა აქსუ იქნება, რომელიც აღნიშნულ ტურნირზე მეხუთე ნომრადაა განთესილი.