ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პეკინის 1000-ქულიანი ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანელ ტამარა კორპაჩთან დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
გერმანელმა პირველი სეტი მარტივად 6:1 მოიგო, რასაც მეორე სეტიც მიაყოლა – 6:3 და ქართველი დაამარცხა.
ტამარა კორპაჩის შემდეგი მეტოქე ამერიკელი ალისა პარკსი იქნება.