ბოლქვაძე 1000-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანელ ტამარა კორპაჩს დაუპირისპირდება. შეხვედრა 10:30 საათზე დაიწყება.
გერმანელი ჩოგბურთელი 126-ე ჩოგანია და რეიტინგის მიხედვით შეიძლება ფავორიტადაც ჩაითვალოს, თუმცა კარგი დროება ნამდვილად არ უდგას. ბოლო ექვსი შეხვედრიდან ექვსივე წააგო.
მარიამ ბოლქვაძე რეიტინგის 228-ე ნომერია. მისი პროგრესი თამაშიდან თამაშამდე შესამჩნევია.