პოლონეთში მიმდინარე ვარშავის ღია პირველობაზე, ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე მონაწილეობს.
დღეს ქართველის მეტოქე ავსტრალიელი მაია ჯოინი იქნება.
შეხვედრა 15:15 საათზე დაიწყება.
მარიამ ბოლქვაძემ ვარშავის ღია პირველობაზე, პირველ ნომრად განთესილი რებეკა სრამკოვა გამოთიშა ასპარეზობას. 24 ივლისს კი პოლონელთან მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა.