ავტომობილების გერმანულმა მწარმოებელმა BMW-მ, რომელიც უკვე სამი წელია, მადრიდის “რეალის” სპონსორია, მადრიდული გუნდის წევრებს მანქანები დაურიგა.
კონტრაქტის თანახმად, მოთამაშეები და მწვრთნელები სასურველ მანქანებს თვითონ ირჩევენ.
როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა “marca” წერს, ყველაზე ძვირად შეფასებული მანქანები ვინისიუს ჟუნიორმა და ლუკას ვასკესმა აირჩიეს.
ყველაზე იაფი მოდელები აირჩიეს ანტონიო რიუდიგერმა და ორელიენ ჩუამენიმ – 58 550 ევრო.
რაც შეეხება მადრიდელთა თავკაცს კარლო ანჩელოტის, მან თავისთვის 114 500 ევროს ღირებულების მანქანა შეარჩია.