NBA-ის სეზონის დაწყების წინ, საჩვენებელი მატჩები მიმდინარეობს. გამთენიას გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქმა” “ფილადელფია” 114:99 დაამარცხა.
ბითაძემ პარკეტზე 11 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 7 მოხსნა და 1 ბლოკი მიითვალა. შეხვედრაში გამორჩეული გოგას თანაგუნდელი პაოლო ბანჩერო იყო. ამერიკელმა 21 ქულა, მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
NBA -ის პირველი ტური 24 ოქტომბერს გაიმართება. “ორლანდოს” მეტოქე “მაიამი ჰიტი” იქნება.