“ორლანდო მეჯიქის” ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე საქმეს დაუბრუნდა და სეზონის პირველი შედეგიანი მატჩიც ჩაატარა.
წინასასეზონო მატჩზე ბითაძის “ორლანდო” “საკრამენტოს” დაუპირისპირდა 104:106 დამარცხდა.
ბითაძე შედეგიანი იყო – ქართველმა 10-წუთიან მონაკვეთში 7 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
“ორლანდოს” შემდეგი მეტოქე “სან-ანტონიო სპურსი” იქნება, სადაც კიდევ ერთი ქართველი, სანდრო მამუკელაშვილი ასპარეზობს.